ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრ მა ჰუისთან, სადაც მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს მა ჰუის შეხვდა.
მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის მმართველი პარტიის დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, გავაღრმავეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც საშულებას გვაძლევს კიდევ უფრო მჭიდრო და შინაარსიანი გახდეს ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის. გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში.
„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასაქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში - ნიკოლოზ სამხარაძემ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობა და გლობალური გამოწვევები განიხილა
ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შეხვდა
ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
ციტატები სტატიიდან
„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…