პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ყადაღას აღარ დაექვემდებარება ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და შვილად აყვანის გამო გასაცემი სახელმწიფო ფულადი დახმარება.

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…