არჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივ ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დასაბუთებულია და მისი ერთადერთი უალტერნატივო შედეგი დაკმაყოფილება იქნება.

საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა პროცესის მსვლელობას, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი სარჩელი არის დასაბუთებული და კიდევ ერთხელ გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ სარჩელის ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკმაყოფილებაა , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
არჩილ გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.
„დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლეები ჩვენს მიმართ სვამდნენ კითხვებს. არაერთი კითხვა, არაერთი დაზუსტება იყო, კონკრეტულ საკითხებთან, მათ შორის დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებით, რა პრინციპი უნდა იყოს გამოყენებული არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობასთან შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა ამ პროცესის მსვლელობას, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი სარჩელი არის დასაბუთებული და კიდევ ერთხელ გაუმყარდება მათ მოლოდინი, რომ სარჩელის ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკმაყოფილებაა. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივ ქმედებების მხილება ხდება, ეს ყველაფერი მათში იწვევს აგრესიას, უპატივცემულობის გამოხატვას სასამართლოს მიმართ და ამით ცდილობენ, როგორმე გავიდნენ ფონს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…