ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ირაკლი კობახიძემ ბულგარეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ბულგარელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ავარიას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„გულწრფელად თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნისლიან საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ათობით ავტომობილის მონაწილეობით მომხდარი მასშტაბური ავარიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, თანავუგრძნობთ მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ირაკლი კობახიძე – სოლიდარობას ვუცხადებთ ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
ირაკლი კობახიძე: „ეროვნული გლოვის ამ დღეს საქართველო ბულგარეთის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…