საქართველოს პრეზიდენტი: ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.
პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს პრეზიდენტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…