ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, თანავუგრძნობთ მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ირაკლი კობახიძემ ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო გლოვის დღესთან დაკავშირებით ბულგარელ ხალხს სოლიდარობა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"გულწრფელად თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…