პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ინფორმაციას, თითქოს პაატა მანჯგალაძეს ადმინისტრაციამ დერეფანში გადაადგილებისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა

იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის ცნობას, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ციხის ადმინისტრაციამ ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა.

პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ინფორმაციას, თითქოს პაატა მანჯგალაძეს ადმინისტრაციამ დერეფანში გადაადგილებისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა
ინტერპრესნიუსი

სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა მსჯავრდებულის გამოკითხვა.

„პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით.

მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვაში, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა, აღნიშნულ კომუნიკაციას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე”, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: წერილობით დაადასტურა, რომ მის მიმართ მუქარას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
  2. POSTVსამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფსმსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: წერილობით დაადასტურა, რომ მის მიმართ მუქარას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები