პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მანჯგალაძეს ციხეში შეახვედრეს ე.წ კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელმაც ჰკითხა, რომელ საკანში იყო, რომ „დალაპარაკებოდა“ – შვილი

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

პაატა მანჯგალაძის ოჯახი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პენიტენციურ სამსახურს უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ყოფილ დეპუტატს ციხეში ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრეს.

“მანჯგალაძეს ციხეში შეახვედრეს ე.წ კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელმაც ჰკითხა, რომელ საკანში იყო, რომ „დალაპარაკებოდა“ – შვილი
ნეტგაზეთი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის ოჯახი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პენიტენციურ სამსახურს ციხეში უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ და პატიმრის უსაფრთხოების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვენ.

როგორც პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი დეპუტატის საკანში გადაყვანისას უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი დაირღვა. კერძოდ, ნინის ცნობით, მანჯგალაძეს შეგნებულად თუ შემთხვევით შეახვედრეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელიც დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი, რათა მას „დალაპარაკებოდა“.

მანჯგალაძის ოჯახი მომხდარს მის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმას უკავშირებს.

„როცა ადამიანმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე, ამდენი „შემთხვევითობა“ ციხეში არ ხდება. მამაჩემის უსაფრთხოება ჩემი პრიორიტეტია. თუ პაატა მაღალი რისკის პატიმარია, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მისი სრული დაცვა,“ — აცხადებს პაატა მანჯგალაძის შვილი.

ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიის შეფასებით, უკვე ერთი წელია, რაც მანჯგალაძე პოლიტიკური ნიშნით, სრულიად უმიზეზოდ იმყოფება უკანონო პატიმრობაში და სისტემა მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის გამოყენებას ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს,“ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პენიტენციური სამსახურისგან კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება, შეუქმნას კანონით გათვალისწინებული პირობები და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები.

პაატა მანჯგალაძე დაკავებულია 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით. მანჯგალაძე ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მანჯგალაძის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად პროკურატურას სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად ისინი მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

უახლესი ამბები