პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: წერილობით დაადასტურა, რომ მის მიმართ მუქარას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

იუსტიციის სამინისტრორუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის ინფორმაციას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ და აცხადებს, რომ თავად მანჯგალაძემ წერილობით უარყო მუქარის ან ზეწოლის ფაქტი.

პენიტენციური სამსახური პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: წერილობით დაადასტურა, რომ მის მიმართ მუქარას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
რუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულების დერეფანში გადაადგილებისას ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი შეახვედრა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.

როგორც "რუსთავი 2-ს" პენიტენციურ სამსახურში კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, მსჯავრდებულის გამოკითხვა, ოჯახის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოხდა.

უწყების ცნობით, პაატა მანჯგალაძემ წერილობით თავადვე დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან და ასევე ისარგებლა ხანმოკლე პაემნით. მისი განმარტებით, ამ პერიოდში მის მიმართ მუქარას, ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გამოკითხვაში, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა, თუმცა, აღნიშნულ კომუნიკაციას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. შესაბამისად, საუბარი რაიმე ტიპის ზეწოლაზე არის სპეკულაცია და სიცრუე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მანჯგალაძეს ციხეში შეახვედრეს ე.წ კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელმაც ჰკითხა, რომელ საკანში იყო, რომ „დალაპარაკებოდა“ – შვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები