პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ხაბეიშვილი: გამოფხიზლდით! - ვეთანხმები მეუფე იობს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ნაციონალური მოძრაობასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების დამცირებასა და ქვეყნის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.

ლევან ხაბეიშვილი: გამოფხიზლდით! - ვეთანხმები მეუფე იობს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
TV პირველი

"ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა!"- ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ენმ-ს ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის ქადაგებას ამბიონიდან.

ლევან ხაბეიშვილი ერს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

"ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს" - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში პოლიტიკოსი.

ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს.

მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ!

რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ!

3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან!

ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი - მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში!

არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას.

ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და ჩმორები ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა... ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ - ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია!

ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ.

მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა.

გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას.

არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია.

არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ!

ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ!

ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით!

კლავიატურა და პულტები დაწვით!

ფეხზე ადექით!

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა!", - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან ხაბეიშვილი - ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა - გამოფხიზლდით, კლავიატურა და პულტები დაწვით, ფეხზე ადექით!
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი - მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები