პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვატო ქიზიყურაშვილი: რამდენადაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ბიუროკრატები, რომ არ შეიმჩნიონ საქართველოს ფაქტორი, გეოგრაფიულ მოცემულობას ვერავინ გაექცევა

ვატო ქიზიყურაშვილის განცხადებით, ბიუროკრატების მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფაქტორის იგნორირება ვერ მოხდება, რადგან ჩინეთიდან მომავალი ტვირთები ქვეყანას გვერდს ვერ აუვლის.

ვატო ქიზიყურაშვილი: რამდენადაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ბიუროკრატები, რომ არ შეიმჩნიონ საქართველოს ფაქტორი, გეოგრაფიულ მოცემულობას ვერავინ გაექცევა
იმედინიუსი

საქართველოს იგნორირება ვერ ხდება, რადგან რამდენადაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ბიუროკრატები, რომ არ შეიმჩნიონ საქართველოს ფაქტორი, გეოგრაფიულ მოცემულობას ვერავინ გაექცევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ამის გარეშე ყველა მნიშვნელოვანი „პროექტი გვერდს აგვივლის“.

„მათი წამოცდენა იყო, რომ შეიძლება პოლიტიკურ დონეზე დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ცალკეულ საკითხებზე მსჯელობა გვიწევსო. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ჩინეთიდან მომავალ ტვირთებზე ევროპის ეკონომიკა საკმაოდ დამოკიდებულია და ეს ტვირთები საქართველოს გვერდს ვერ აუვლის. ვფიქრობ საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა უკეთესად განვავითაროთ საპორტო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რათა მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ ამ ტვირთნაკადებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან თუ არ იქნება ქვეყანაში სტაბილურობა, ყველა მსხვილი პროექტი გვერდს აგვივლის. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რაც ბევრს ხელს არ აძლევს. საბოლოოდ, ის თუ შევძელით, რომ მოვახდინეთ ამ გლობალური ქაოსიდან გარკვეული დისტანცირება და საქართველოშივე შევქმენით ჩვენი დღის წესრიგი, ვფიქრობ ეს მოგვცემს, საბოლოო ჯამში, იმის საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და სხვა როლი დავიმკვიდროთ მსოფლიოს სავაჭრო თუ ეკონომიკურ რუკაზე“, - აღნიშნა ქიზიყურაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვატო შაქარიშვილი: თუ ჩვენ დაჟინებით მოვინდომებთ, რომ რომელიმე მხარის ნაწილი გავხდეთ, ბუნებრივია, ვკარგავთ დამაკავშირებლის ფუნქციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები