ვატო შაქარიშვილი: ისტორიული მოვლენაა - პირველად იმართება საქართველოში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ნეიტრალიტეტს ეძღვნება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პირველად ტარდება საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ნეიტრალიტეტს ეძღვნება.
საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" საერთაშორისო ფორუმს "საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" მართავს. რა მიზანი აქვს ფორუმს და რა პერსპექტივა ნეიტრალიტეტის იდეას - ამასთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში, პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი საუბრობს.
შაქარაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, საქართველო მშვიდობისა და თანამშრომლობის ცენტრად იქცეს.
"ფორუმის, მათ შორის და მთლიანად ჩვენი პარტიის საქმიანობის მიზანია, რომ საქართველო იქცეს მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმად. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ხვალინდელი ფორუმის მთავარი სლოგანიც. შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, იმიტომ, რომ პირველად იმართება საქართველოში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება ნეიტრალიტეტს და ახალ მსოფლიო რეალობაში, მულტიპოლარულ სამყაროში ნეიტრალიტეტის პერსპექტივებს.
საერთოდ პროცესი არის ისტორიული, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ გამოვდივართ პოლიტ-ისტერიიდან და გადავდივართ რაციონალურ მსჯელობაზე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის შეცდომები, რაც აქამდე გვაქვს დაშვებული, ის მცდარი გზა, რითაც გვატარეს, სამწუხაროდ, მთელი სამი დეკადის, თითქმის 35 წლის განმავლობაში და ჩვენ უნდა დავიწყოთ გაანალიზება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ადგილი და ფუნქცია ახალ მსოფლიო წესრიგში და სწორედ ეს ფორუმი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც იკრიბება ისეთი საზოგადოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც უსმენენ მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც საკუთარ ქვეყნებშიც და მათ ფარგლებს გარეთაც აქვთ გარკვეული გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი მოხვდება უკვე გლობალურ დღის წესრიგში.
ეს არ უნდა იყოს, ჩვენი აზრით, მხოლოდ ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანა, არამედ მიგვაჩნია და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს გახდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნაწილი იმის შესახებ, რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ დისკუსია გადავიდეს საერთაშორისო გლობალურ დღის წესრიგში," - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ფორუმის, მათ შორის და მთლიანად ჩვენი პარტიის საქმიანობის მიზანია, რომ საქართველო იქცეს მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმად. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ხვალინდელი ფორუმის მთავარი სლოგანიც. შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, იმიტომ, რომ პირველად იმართება საქართველოში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება ნეიტრალიტეტს და ახალ მსოფლიო რეალობაში, მულტიპოლარულ სამყაროში ნეიტრალიტეტის პერსპექტივებს. საერთოდ პროცესი არის ისტორიული, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ გამოვდივართ პოლიტ-ისტერიიდან და გადავდივართ რაციონალურ მსჯელობაზე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის შეცდომები, რაც აქამდე გვაქვს დაშვებული, ის მცდარი გზა, რითაც გვატარეს, სამწუხაროდ, მთელი სამი დეკადის, თითქმის 35 წლის განმავლობაში და ჩვენ უნდა დავიწყოთ გაანალიზება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ადგილი და ფუნქცია ახალ მსოფლიო წესრიგში და სწორედ ეს ფორუმი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც იკრიბება ისეთი საზოგადოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც უსმენენ მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც საკუთარ ქვეყნებშიც და მათ ფარგლებს გარეთაც აქვთ გარკვეული გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი მოხვდება უკვე გლობალურ დღის წესრიგში. ეს არ უნდა იყოს, ჩვენი აზრით, მხოლოდ ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანა, არამედ მიგვაჩნია და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს გახდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნაწილი იმის შესახებ, რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ დისკუსია გადავიდეს საერთაშორისო გლობალურ დღის წესრიგში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…