ვახტანგ ქიზიყურაშვილი: ისინი საქართველოს პარლამენტზე მიტანილ შტურმს მხარს უჭერდნენ, მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი ვახტანგ ქიზიყურაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთს საქართველოში „ქარიშხალი სურდა“, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდა. მისი მტკიცებით, ევროპაში საქართველოს პარლამენტზე შტურმს მხარს უჭერდნენ, რაც მიუღებელი ორმაგი სტანდარტია.

მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
ქიზიყურაშვილი ევროპის ქალაქებში მიმდინარე აქციების საკითხს გამოეხმაურა.
„მათთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა ის, თუ რა მოვლენები ხდებოდა საქართველოში. ზუსტად იმავე ტიპის მოვლენები რომ საკუთარ ქუჩებში დაინახეს, ეს არ ესიამოვნათ. ისინი საქართველოს პარლამენტზე მიტანილ შტურმს მხარს უჭერდნენ და ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია. როგორც ვხედავთ, მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ.
ჩვენ ვხედავთ, ევროპარლამენტში დაიწყეს ლაპარაკი, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით ვერ გადაწყდება და ეს შეიძლება იყოს დიდი გამოფხიზლების - აისბერგის პატარა მწვერვალი, მაგრამ ამაზე დიდი იმედების დამყარება არ არის მართებული, რადგან ძალიან ბევრი გადაულახავი პრობლემა არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხვალ-ზეგ ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან არსად გამქრალა ის ამბიციები, რაც შეეხება ზოგადად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაში მათ კონტროლს. მათ არ სურთ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რიმელიც ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელია, მხოლოდ თბილისში მიიღებოდეს. მათ სურთ, რომ ეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიდეს და ჩვენი ტერიტორიის მეშვეობითაც ევაჭრონ რუსეთს, ჩინეთს თუ სხვა დიდ პოლიტიკურ აქტორს. ჩვენი ვალია საქართველოს მოსახლეობასთან მეტი საუბარი. არ შეიძლება ეს დავუშვათ, რომ დავდიოდეთ ერთ წრეზე და ვცხოვრობდეთ იმ პარადიგმაში, რომელსაც ჰქვია ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ეს მოვლენები უსვამს კიდევ ერთხელ ამას ხაზს, რასაც ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს და შესაბამისი პასუხიც გასცა, როცა მათი მონდომების საპირწონედ ქართველმა საზოგადოებამ არჩია სტაბილურობა და არ დაუშვა რევოლუციური სცენარები“, - განაცხადა ქიზიყურაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მათთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა ის, თუ რა მოვლენები ხდებოდა საქართველოში. ზუსტად იმავე ტიპის მოვლენები რომ საკუთარ ქუჩებში დაინახეს, ეს არ ესიამოვნათ. ისინი საქართველოს პარლამენტზე მიტანილ შტურმს მხარს უჭერდნენ და ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია. როგორც ვხედავთ, მათ ქარიშხალი სურდათ საქართველოში, რაც საკუთარ დედაქალაქებში დაუბრუნდათ. ჩვენ ვხედავთ, ევროპარლამენტში დაიწყეს ლაპარაკი, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით ვერ გადაწყდება და ეს შეიძლება იყოს დიდი გამოფხიზლების - აისბერგის პატარა მწვერვალი, მაგრამ ამაზე დიდი იმედების დამყარება არ არის მართებული, რადგან ძალიან ბევრი გადაულახავი პრობლემა არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხვალ-ზეგ ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან არსად გამქრალა ის ამბიციები, რაც შეეხება ზოგადად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაში მათ კონტროლს. მათ არ სურთ, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რიმელიც ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელია, მხოლოდ თბილისში მიიღებოდეს. მათ სურთ, რომ ეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიდეს და ჩვენი ტერიტორიის მეშვეობითაც ევაჭრონ რუსეთს, ჩინეთს თუ სხვა დიდ პოლიტიკურ აქტორს. ჩვენი ვალია საქართველოს მოსახლეობასთან მეტი საუბარი. არ შეიძლება ეს დავუშვათ, რომ დავდიოდეთ ერთ წრეზე და ვცხოვრობდეთ იმ პარადიგმაში, რომელსაც ჰქვია ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ეს მოვლენები უსვამს კიდევ ერთხელ ამას ხაზს, რასაც ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს და შესაბამისი პასუხიც გასცა, როცა მათი მონდომების საპირწონედ ქართველმა საზოგადოებამ არჩია სტაბილურობა და არ დაუშვა რევოლუციური სცენარები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.