პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ვიკა ფილფანს - თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიდიხართ პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით!

საქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

შალვა პაპუაშვილმა ვიკა ფილფანი პარლამენტის ბიუჯეტით გახარიასთან შესახვედრად ბრიუსელში წასვლაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება ელიტურ მივლინებებში ფულის ხარჯვაში ამხილა.

შალვა პაპუაშვილი ვიკა ფილფანს - თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიდიხართ პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით!
ინტერპრესნიუსი

ქალბატონო ვიკა, თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიემგზავრებიან საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით და თქვენ ამას ელიტურ მივლინებას ეძახით?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით კიდეც, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ვიკა ფილფანს.

„ქალბატონო ვიკა, სხვათა შორს, თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიემგზავრებიან საქართველოს პარლამენტის მივლინების ფონდიდან და თქვენ ამას ელიტურ მივლინებას ეძახით? თქვენი ფრაქციის წევრები ბრიუსელში რომ მიდიან ბატონ გახარიასთან შესახვედრად? თქვენი პარტიის თავმჯდომარე აქ რომ ვერ ჩამოდის და ბრიუსელში რომ მიდიხართ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?!... როგორ გეკადრებათ?! მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით კიდეც,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა ის ხარჯები, რომელსაც ხელისუფლება ყოველწლიურად ელიტურ მივლინებებში ხარჯავს.

„როდესაც გესაუბრებით სოციალურ დახმარებებზე, თქვენ ამას ეძახით პოპულიზმს, ან უპასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლობა არის ის ხარჯები, რომელსაც ხელისუფლება ყოველწლიურად ხარჯავს ელიტურ მივლინებებში, სამთავრობო ავტომობილებში, ძვირადღირებულ ავეჯში. უპასუხისმგებლობა არის ამ ბიუჯეტის მსგავსად წარმოდგენა, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი,“ - განაცხადა ფილფანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები