პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე827 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეარჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს "ქვების გროვა" უწოდა827 ჩანაწერი · 13 მედია

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა.

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა
იმედინიუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ, რა ქვების გროვაო? - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ილაპარაკა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია.

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტიანი კონტროლის არარსებობის გამო, დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა.

„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა, აი ის ქვების გროვა, სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტიანი კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებითი ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა. აი ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა, რა დავკარგეთ, რა ქვების გროვაო?“ - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს "ქვების გროვა" უწოდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: 1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები