საზოგადოება · 11 ნოემბერი, 14:37
არსებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი
არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანის დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიჭრა და კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…