პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომაზე ნიკა გვარამია დააბრუნა, ხოლო მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე უარი თქვა.

რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ “კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომაზე კოალიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილი კი - არა.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ მიმართა.

„ნიკა გვარამია არის პარტიის თავმჯდომარე და პარტიასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა მისი მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება სრულფასოვნად შესაძლებელი. ასევე, ნიკა გვარამია სარჩელშია მოყვანილი და მისი პოზიციაც მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს.

საქმის განხილვა შეკითხვების ეტაპზეა. ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. თუ გაძევება ძალაში დარჩა, მოპასუხე საქმის განხილვის დარჩენილ ნაწილს გაივლის პარტიის თავმჯდომარისა და სამართლებრივი ხაზის მთავარი ავტორის, მაია კოპალეიშვილის გარეშე.

ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სახელით მინდა გითხრათ, რომ სხდომაზე დაბრუნების შემთხვევაში, ისინი დაემორჩილებიან საპროცესო სხდომაზე გათვალისწინებული პირობების დაცვას, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ორივე მხარისთვის, მოპასუხე და მოსარჩელეებისთვის თანაბრად იქნება გამოყენებული და ისინი დაიცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რაც არის გათვალისწინებული როგორც რეგლამენტით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით.

მოპასუხის სახელით გთხოვთ, ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილს მისცეთ შესაძლებლობა სასამართლო სხდომაზე დაბრუნების“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
  2. ალიაოპოზიციურინიკა გვარამია საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია გააძევეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რანაირად მელაპარაკებით, თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ! - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები