შალვა პაპუაშვილი: “ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები”
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჩეხეთში ვიზიტისას სრული გახსნილობა და მზაობა დახვდათ.
![შალვა პაპუაშვილი: “ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები”](/thumb/204699-960-8a7abe3f.webp)
„განწყობა არის ძალიან პარტნიორული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები“, – განაცხადა ჩეხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, ხმა მიაწვდინოს ყველა ქვეყანას, ვისთან ურთიერთობების დაზიანებაც ბრიუსელმა სცადა.
„დღეს ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან – ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ შეფასებებსა და განცხადებებს ყავლი გაუვიდა, დღეს ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აბსოლუტური სასწაულია, რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება სჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა და მშვიდობის, დიალოგის და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს ცდილობს, დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ მოიყვანეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„განწყობა არის ძალიან პარტნიორული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები“
„დღეს ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან – ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ შეფასებებსა და განცხადებებს ყავლი გაუვიდა, დღეს ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აბსოლუტური სასწაულია, რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება სჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა და მშვიდობის, დიალოგის და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს ცდილობს, დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ მოიყვანეს ხელისუფლებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…