პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ქადაგიძე: „როდესაც დაკავშირებადობასა და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს, სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“

ხალხის ძალასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტში სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების პრობლემა დააყენა, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის ინფრასტრუქტურისთვის 300 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

ზურაბ ქადაგიძე: „როდესაც დაკავშირებადობასა და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს, სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
POSTV

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რეგიონებში ამორტიზებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ კითხვით მიმართა.

„გუშინაც გავაკეთე განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. რეგიონებში გზების კუთხით სამწუხარო რეალობა გვაქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არის საუბარი სოფლების შიდა გზებზე.

საუბარია ახალქალაქი-კარწახისა და ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

ოთხი წელია, ეს გზები განადგურებულია. მოსახლეობა პერმანენტულად აპროტესტებს ამას და გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ. პროტესტს გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ამორტიზებული გზა მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემა არ არის. როდესაც დაკავშირებადობასა და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს, სასაზღვრო ზოლზე ასეთი ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა.

სად არის გამოსავალი? გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ლაშა ხუციშვილმა ზურაბ ქადაგიძის კითხვის პასუხად განმარტა, რომ გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ძირითადი ნაწილი ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებას, ხოლო დარჩენილი თანხა შიდასახელმწიფოებრივი გზების მოწყობას მოხმარდება.

მინისტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, საიდანაც 100 მილიონი ლარი ხაშური-ახალციხის მონაკვეთისთვის გამოიყოფა. ასევე, მომდევნო წელს დაიწყება კარწახის გზის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა უკვე გამოყოფილია.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: „როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი – ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები