პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ არის ეს სერიოზული უპასუხისმგებლობა შესაბამისი უწყებების მხრიდან

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ახალქალაქი-კარწახისა და ნინოწმინდის სატრანზიტო გზების 4 წლით მოუწესრიგებლობა შესაბამისი უწყებების მხრიდან სერიოზულ უპასუხისმგებლობაზე აჩენს ეჭვს.

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ არის ეს სერიოზული უპასუხისმგებლობა შესაბამისი უწყებების მხრიდან
იმედინიუსი

საერთაშორისო პარტნიორები და გადამზიდავები ჩვენს სანდოობას აფასებენ არა საერთაშორისო ფორუმებზე მოწყობილი პრეზენტაციებით, არამედ რეალური ინფრასტრუქტურითა და გამტარუნარიანობით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, დაუშვებელია, ერთი მხრივ, ქვეყანა აცხადებდეს კონტინენტურ ამბიციებს და მეორე მხრივ, ქვეყნის საზღვრებთან წლების განმავლობაში ვერ უზრუნველვყოფდეთ ელემენტარულ სამშენებლო სტანდარტს.

„როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოს ისტორიულ სატრანზიტო მისიაზე, „შუა დერეფნის“ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და მზარდი ბიუჯეტის სიკეთეზე, პარალელურად, ბევრ რეგიონში არსებობს უკიდურესად მძიმე რეალობა.

ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის 30-კილომეტრიანი მონაკვეთი, მათ შორის უშუალოდ ახალქალაქში მდებარე 3-კილომეტრიანი ზოლი უკვე მეოთხე წელია კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ანალოგიურად მძიმე ვითარებაა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალ გზაზე. ეს არ არის შიდა სასოფლო გზები, ეს არის თურქეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კარიბჭე, სადაც ყოველდღიურად ათასობით სატრანზიტო ტვირთი გადაადგილდება.

როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ არის ეს სერიოზული უპასუხისმგებლობა შესაბამისი უწყებების მხრიდან.

ცალკე საკითხია ადგილობრივი მოსახლეობის განწყოა და პროტესტი, რომელიც უკვე პერმანენტულ გზების გადაკეტვასა და აქციებში გამოიხატება.

საერთაშორისო პარტნიორები და გადამზიდავები ჩვენს სანდოობას აფასებენ არა საერთაშორისო ფორუმებზე მოწყობილი პრეზენტაციებით, არამედ რეალური ინფრასტრუქტურითა და გამტარუნარიანობით. დაუშვებელია, ერთი მხრივ, ვაცხადებდეთ კონტინენტურ ამბიციებს და მეორე მხრივ, საკუთარ საზღვრებთან წლების განმავლობაში ვერ უზრუნველვყოფდეთ ელემენტარულ სამშენებლო სტანდარტს,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოზურაბ ქადაგიძე: „როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი – ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოს ისტორიულ სატრანზიტო მისიაზე, „შუა დერეფნის“ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და მზარდი ბიუჯეტის სიკეთეზე, პარალელურად, ბევრ რეგიონში არსებობს უკიდურესად მძიმე რეალობა. ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის 30-კილომეტრიანი მონაკვეთი, მათ შორის უშუალოდ ახალქალაქში მდებარე 3-კილომეტრიანი ზოლი უკვე მეოთხე წელია კატასტროფულ მდგომარეობაშია. ანალოგიურად მძიმე ვითარებაა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მიმავალ გზაზე. ეს არ არის შიდა სასოფლო გზები, ეს არის თურქეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კარიბჭე, სადაც ყოველდღიურად ათასობით სატრანზიტო ტვირთი გადაადგილდება. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ არის ეს სერიოზული უპასუხისმგებლობა შესაბამისი უწყებების მხრიდან. ცალკე საკითხია ადგილობრივი მოსახლეობის განწყოა და პროტესტი, რომელიც უკვე პერმანენტულ გზების გადაკეტვასა და აქციებში გამოიხატება. საერთაშორისო პარტნიორები და გადამზიდავები ჩვენს სანდოობას აფასებენ არა საერთაშორისო ფორუმებზე მოწყობილი პრეზენტაციებით, არამედ რეალური ინფრასტრუქტურითა და გამტარუნარიანობით. დაუშვებელია, ერთი მხრივ, ვაცხადებდეთ კონტინენტურ ამბიციებს და მეორე მხრივ, საკუთარ საზღვრებთან წლების განმავლობაში ვერ უზრუნველვყოფდეთ ელემენტარულ სამშენებლო სტანდარტს,“
ზურაბ ქადაგიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: „როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი – ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები