საზოგადოება · 9 ნოემბერი, 10:26
ქუთაისში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მოხდა. გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…