სომეხი ოპოზიციონერის გარდაცვალების გამო ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია იმართება
ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთი“ საპროტესტო აქციას მართავს ციხეში გარდაცვლილი არსენ გევორგიანის საქმის ობიექტური გამოძიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიო რეაგირების მოთხოვნით.

ერევანში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ოპოზიცია მიტინგს მართავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიტინგის ორგანიზატორია ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომლის წევრი არსენ გევორგიანი ერევნის ციხეში გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეები ოპოზიციონერის გარდაცვალების გარემოებების ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ევროკავშირისგან სომხეთში ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე მკაფიო რეაგირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს.
მიტინგის ორგანიზატორებმა შესაბამისი წერილით სომხეთში ევროკავშირის ელჩს ვასილის მარაგოსს მიმართეს.
ცნობისთვის, გუშინ სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში სომეხი ოპოზიციონერი არსენ გევორგიანი გარდაიცვალა. გევორგიანი 25 ოქტომბერს ქალაქ სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიას ხელმძღვანელობდა. ის 21 ოქტომბერს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…