პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომდევნო წლის რეალური ბიუჯეტი 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომავალ წელს გამოყოფილი თანხა 985 მილიონი ლარია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2027 წელს დასაფინანსებელი პროექტებისთვის სამინისტროს მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 195 მილიონი ლარი, სამინისტროს მომდევნო წლის რეალური ბიუჯეტი 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.

„მათ შორის:

სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 111 მილიონ ლარამდე;

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამში, დაიხარჯება 113,0 მილიონ ლარზე მეტი;

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეადგენს 387 მილიონ ლარზე მეტს.

პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლიდან 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და აკვაკულტურის განვითარების ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების ზრდას.

თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე.

ახალი პროგრამებია გათვალისწინებული მცირე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის და საწარმოო დანახარჯების თანადაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, 5 მილიონი და 20 მილიონი ლარის ოდენობით.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის ექსპლოატაციაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამურად, მიიმართება 233 მილიონ ლარზე მეტი.

მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომლის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მილიონ ლარზე მეტი.

მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, სამინისტროს ფარგლებში 2027 წლის ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამინისტროს გარდა, მყარი ნარჩენების მიმართულებით თანხები გამოყოფილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 41 მილიონი ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის 40 მილიონი ლარი, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჯამური დაფინანსება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი სხვა პროგრამების დაფინანსება, მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 44 მილიონ ლარზე მეტით და 182 მილიონ ლარს აღემატება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეალური ბიუჯეტი 1 180 000 000 ლარს შეადგენს - ლაშა ხუციშვილი მომავალი წლის ბიუჯეტზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები