პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 685 მილიონი ლარით იზრდება, აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

პარლამენტში პლენარული სხდომის ფორმატში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცნობს.
დღევანდელი განხილვის დასრულების შემდეგ, პროექტს მთავრობა კიდევ ერთხელ უკან გაიწვევს. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
პროექტის მიხედვით, გაზრდილია დაფინანსება სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. იზრდება პენსიები და ხელფასები საჯარო სექტორში, ასევე, დამატებითი თანხაა გათვალისწინებული ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის.
"მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით, კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის ჯამში 500 000-ზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით, ასევე ამავე კატეგორიის 50 000-ზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებული არის 20%-იანი დანამატი. 70 წლამდე მყოფი 440 000 ბენეფიციარისთვის პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს, აქაც მაღალმთიან დასახლებებში 20%-იანი დანამატი გათვალისწინებულია 36 000 ბენეფიციარისთვის. პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება 130 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოიყოფა 81 მილიონი ლარი და ჯამურად 640 მილიონ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილი არის 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიალაშა ხუციშვილი: 2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს
ლაშა ხუციშვილი - 2027 წელს, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება
2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…