პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის ციხეში ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის“ წევრი გარდაიცვალა

სომხეთში, ნუბარაშენის ციხეში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრი, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული არსენ გევორგიანი გარდაიცვალა.

სომხეთის ციხეში ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის“ წევრი გარდაიცვალა
იმედინიუსი

სომხეთში, ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დილით სომეხი ოპოზიციონერი არსენ გევორგიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გევორგიანი 25 ოქტომბერს ქალაქ სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიას ხელმძღვანელობდა.

„10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, 1980 წელს დაბადებული ბრალდებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაახლოებით 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულის ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა“, - განაცხადა პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნონა ნავიკიანმა.

გევორგიანი 21 ოქტომბერს, სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააკავეს. იმავე დღეს ანტიკორუფციულმა სასამართლომ მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, გევორგიანმა რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს ფული გადასცა იმ პირობით, რომ ისინი ხმას პარტია „ძლიერ სომხეთს“ მისცემდნენ. გევორგიანი ბრალდებას არ აღიარებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიციხეში გარდაიცვალა სომეხი ოპოზიციონერი, სტეპანავანის მერობის ყოფილი კანდიდატი
  2. რუსთავი 2სამთავრობოსომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არსენ გევორკიანი ციხეში გარდაიცვალა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, 1980 წელს დაბადებული ბრალდებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაახლოებით 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულის ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა“
ნონა ნავიკიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ციხეში გარდაიცვალა სომეხი ოპოზიციონერი, სტეპანავანის მერობის ყოფილი კანდიდატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები