პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მნიშვნელოვანია სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავება ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის - ვარლამ ლიპარტელიანი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს; პარლამენტის დეპუტატის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მნიშვნელოვანია სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავება ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის - ვარლამ ლიპარტელიანი
რუსთავი 2

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს - პეკინში მაღალი დონის შეხვედრები იმართება.

დღეს დაგეგმილია დელეგაციის წევრების ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა. „ქართულ ოცნებას“ ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს. ეკონომიკური კავშირების გარდა, თანამშრომლობა ფართოვდება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებითაც.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ჩინელ სტუდენტებთან, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აღსანიშნავია ჩინელი სტუდენტების ნახვა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ ჩვენთან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათი ქართული ენა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავება ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
  2. იმედინიუსისამთავრობოვარლამ ლიპარტელიანი პეკინში, უცხო ენათა უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ: ჩინელი სტუდენტები საქართველოშიც იმყოფებოდნენ. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, გაგრძელდება ორი ქვეყნის სასიკეთოდ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საქართველოს დელეგაციას ჩინეთში ვხელმძღვანელობ, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ" - ნიკოლოზ სამხარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები