საქართველოს დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
ჩინეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენისა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ნინო წილოსანმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ქართული ენისა და ქართველოლოოგის შემსწავლელი პროგრამის სტუდენტებთან და უნივერსიტეტის წარმომადგებლებთან შედგა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტი საკმაოდ ძველი და მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე სასწავლებელია, რომელიც მსოფლიო რეიტინგებშიც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების მიმართულებით არსებული აქტიური კავშირების ერთ-ერთი დასტურია ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა და მათი ქართული ენის ცოდნის დონე. უკვე არსებული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს რესურსი ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების დაახლოებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, შეხვედრა დადებითად შეაფასა და ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აღსანიშნავია ჩინელი სტუდენტების ნახვა, რომლებიც საქართველოშიც იმყოფებოდნენ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უნდა აღვნიშნო, რომ მათი ქართული ენის ცოდნა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. შევთანხმდით, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩინეთში ჩამოყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიავარლამ ლიპარტელიანი პეკინში, უცხო ენათა უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ: ჩინელი სტუდენტები საქართველოშიც იმყოფებოდნენ. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, გაგრძელდება ორი ქვეყნის სასიკეთოდ
ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მნიშვნელოვანია სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავება ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის - ვარლამ ლიპარტელიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…