პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ლანჭოუ სუნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთში ლანჭოუს უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მხარეები ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

გივი მიქანაძემ ლანჭოუ სუნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშილანჭოუსუნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.

მინისტრს ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანმა პროფესორმა მასიაოძიემდა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იანიონგფინგმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაფართოებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რაც ქმნის მყარ საფუძველს არსებული პარტნიორობის განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით. საუბარი შეეხოლანჭოუსუნივერსიტეტსა დაალტეუნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტისბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჭოუს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
  2. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
  3. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
  4. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები