პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“

საქართველოს პროკურატურა

ორგანიზაცია „საფარის“ ცნობით, მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ 8-9 წლის მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“
ნეტგაზეთი

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს.

ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.

„საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – განაცხადა „საფარმა“ 9 ნოემბერს.

მასწავლებლებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) , რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა – საფარი ;

არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის მოსწავლესთან – POG ბრალდებულზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციურიპატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც ბავშვზე სექსუალური ძალადობას ედავებიან
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური“საფარის“ ინფორმაციით, მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები