პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც ბავშვზე სექსუალური ძალადობას ედავებიან
პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურა 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავება; ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურა ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავება.
სავარაუდო დანაშაული 30 წლის წინ მოხდა.
დაზარალებული ქალის ინტერესებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.
ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ ქალმა მიმართა და 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.
„მთელი ამ დროის განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მასალა განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„მთელი ამ დროის განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…