პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა, ის ჰოლანდიური სიზუსტითა და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ბიზნესის აწყობაში ადანაშაულებს და „ამათი გაგდების შემდეგ“ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისიის შექმნასა და მის ხელმძღვანელად სანდრას დანიშვნის ინიციატივით გამოდის.

მიხეილ სააკაშვილი – ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა, ის ჰოლანდიური სიზუსტითა და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა
პირველი არხი

ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო. ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იმის პარალელურად, როცა სანდრა პირველად საქართველოში ხსნიდა უფასო სკრინინგ ცენტრებს, ასიათასობით ქართველ ქალს ეხმარებოდა კიბოსგან დაცვაში და სიკვდილისგან იხსნიდა მათ, ეხმარებოდა მიუსაფრებს და ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს (ეს მისი ჰოლანდიური დონორების მიერ დაფინანსებული ცენტრი ქოცებმა ორი წლის წინ დახურეს) ქოცები და რუსები ტირაჟირებენ მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია საქართველოში, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და შირმაა და სინამდვილეში სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს.

ხოდა უკვე ხომ გავაცნობიერეთ, რომ როგორც წესი, ივანიშვილი და მისი ბანდა, რასაც სხვას აბრალებს, იმას აკეთებს ხოლმე. ახლა ირკვევა, რომ კი აუწყვიათ მათ მიერვე გაღატაკებული ადამიანებისგან ორგანოების ყიდვის და ამ ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ბიზნესი. ჯერ საქართველო აქციეს სუროგატული დედების საერთაშორისო ცენტრად და ახლა ეს.

ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო. ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა და ის ჰოლანდიური სიზუსტით და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა, მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველა ფაქტის შეკრება და გამომზეურება. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ფლობს ფაქტებს, დაუკავშირდით ჟურნალისტებს. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ვინც ამას აკეთებს“, – წერს სააკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,,ამბობდნენ, რომ სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს… სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს” – სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ამბობდნენ, რომ სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს… სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები