“გაცხოველებულია ორგანოთა ვაჭრობა ამ ქვეყანაში და პროკურატურას სძინავს!” – ბაია პატარაია
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, ქვეყანაში ორგანოებით ვაჭრობა გაცხოველებულია, სამართალდამცავი ორგანოები კი ტრეფიკინგზე თვალს ხუჭავენ, რადგან ამ კრიმინალურ საქმიანობას გავლენიანი პირები მფარველობენ.

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
გაცხოველებულია ორგანოთა ვაჭრობა ამ ქვეყანაში და პროკურატურას და პოლიციას სძინავს!
ეს ქვეყანა აღარ არის, ეს არის მიტოვებული ტერიტორია, სადაც გაჭირვებულ ხალხს გლეჯენ ორგანოებს და ყიდიან!
ამ ქვეყნის თვითგამოცხადებულ მმართველებს ფეხებზე ჰკიდიათ ტრეფიკინგი. ერთი ამერიკის საელჩო დარბოდა ხოლმე ამ თემაზე შეწუხებული. წინა თვეში GRETA გვსტუმრობდა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მომუშავე უწყება ევროპის საბჭოდან.
მართლა აღარ ვიცი, ვის მივმართო უკვე. აბსოლუტურად უპატრონოა მთელი ქვეყანა!
არც ამ ხალხს ეხმარება ვინმე და იმდენი ცოდნაც აღარაა ხალხში, რომ თირკმელის და ღვიძლის ამოჭრის შეეშინდეს ხალხს, არავინ ეუბნება, რომ ეს სამუდამო დაინვალიდებაა, თუ საერთოდ გაუძელი ოპერაციას და გადარჩი. მალავენ ამ გართულებებით სიკვდილსაც, რაც მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება.
წარმოუდგენელია, ეს პრობლემა მოვაგვარო მე, ან დაყადაღებულმა საფარმა. ასეთი მასშტაბის დანაშაულის აღკვეთას სჭირდება სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც აღარ გვყავს, რომლებსაც არ აკარებენ ტრეფიკინგის საქმეებს, რადგან ბობოლები კრიშავენ ამ შემზარავ და კრიმინალურ “ბიზნესს”!
ჟურნალისტებმა მაინც ამოიღეთ ხმა, გამოძიებაც აღარ უნდა, ხელის გულზე დევს ეს საქმეები. პატრონი არა ყავს ქვეყანას და ე.წ. ხელისუფალნი მხოლოდ იდიოტიზმითა და ფულის კეთებით არიან დაკავებულნი!

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…