პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - თუ ჩემი შუამდგომლობის გადასაწყვეტად სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე - რა კვლევა სჭირდება?

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს მიმართა, რომ დაყენებული შუამდგომლობის გადასაწყვეტად სამეცნიერო ინსტიტუტის დაფუძნება და თვეები საჭირო არ არის და საკითხი დასკვნით სიტყვებამდე უნდა გადაწყდეს.

ნიკა გვარამია - თუ ჩემი შუამდგომლობის გადასაწყვეტად სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე - რა კვლევა სჭირდება?
ინტერპრესნიუსი

მე იმედი მაქვს, რომ ტყუილად არ ვიკითხე ეს ტექსტი - მეთქი და ნელ-ნელა ეს იმედი მეწურება, - რა კვლევა ამას სჭირდება, ეგეთი შუამდგომლობა თუ დავაყენე, რომ სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს მის გადასაწყვეტად, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე , - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შენიშვნებზე.

კერძოდ, ევა გოცირიძის თქმით, ნიკა გვარამიამ იმდენი ისაუბრა და იმდენი არგუმენტი ჩამოაყალიბა, რომ, ამაზე შეიძლება ცალკე სტატია დაიწეროს. როგორც სხდომაზე გოცირიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, შუამდგომლობისთვის პასუხის გაცემა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არასერიოზული იქნება.

ნიკა გვარამიამ მას შეახსენა, რომ შუამდგომლობის მთავარი შინაარსი ის არის, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება შემაჯამებელი სიტყვების ეტაპამდე უნდა იქნას მიღებული.

„მე იმედი მაქვს, რომ ტყუილად არ ვიკითხე ეს ტექსტი. თუ ვერ დაგარწმუნეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამ ტექსტის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ამ ეტაპზე გადაწყდეს. ჩვენ განჭვრეტადობა გვაინტერესებს. სჭირდება სერიოზული ანალიზი, ამ ანალიზისთვის გაქვთ 9 თვე. ტყუილად არ წამიკითხავს იმედი მაქვს - თქო და ნელ-ნელა ეს იმედი მეწურება, იმიტომ, რომ შუამდგომლობაში რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ჩვენ ვითხოვთ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტას დასკვნით სიტყვებამდე. არც დღეს, არც ზეგ, არც მაზეგ. თუ ხვალ არის დასკვნითი სიტყვები, მაშინ დღეს გადაწყვიტეთ. შუამდგომლობას თუ გადადებთ განსახილველად, დასკვნით სიტყვებს ნუ გადადებთ ერთ კვირაში და დანიშნეთ სამ თვეში. თქვენი გადასაწყვეტი არ არის ერთ კვირაში იქნება თუ სამ თვეში?! რა კვლევა ამას სჭირდება. ეგეთი შუამდგომლობა თუ დავაყენე, რომ სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს მის გადასაწყვეტად, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე. არ საჭიროებს თვეებს ამისთვის, რთულად, მაგრამ გადაწყვეტა შეიძლება!“- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობაზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია დაეთანხმება.

შუამდგომლობა გულისხმობდა, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღსა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევა გოცირიძე პარტიების აკრძალვაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღსრულების ვადის დადგენაზე გვარამიას შუამდგომლობაზე - არ გამოვრიცხავ, თქვენს ნათქვამში იყოს ბევრი რაციონალური ელემენტი, მაგრამ დაბევება უხერხული იქნება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაკონსტიტუციომ გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე იმედი მაქვს, რომ ტყუილად არ ვიკითხე ეს ტექსტი. თუ ვერ დაგარწმუნეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამ ტექსტის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ამ ეტაპზე გადაწყდეს. ჩვენ განჭვრეტადობა გვაინტერესებს. სჭირდება სერიოზული ანალიზი, ამ ანალიზისთვის გაქვთ 9 თვე. ტყუილად არ წამიკითხავს იმედი მაქვს - თქო და ნელ-ნელა ეს იმედი მეწურება, იმიტომ, რომ შუამდგომლობაში რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ჩვენ ვითხოვთ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტას დასკვნით სიტყვებამდე. არც დღეს, არც ზეგ, არც მაზეგ. თუ ხვალ არის დასკვნითი სიტყვები, მაშინ დღეს გადაწყვიტეთ. შუამდგომლობას თუ გადადებთ განსახილველად, დასკვნით სიტყვებს ნუ გადადებთ ერთ კვირაში და დანიშნეთ სამ თვეში. თქვენი გადასაწყვეტი არ არის ერთ კვირაში იქნება თუ სამ თვეში?! რა კვლევა ამას სჭირდება. ეგეთი შუამდგომლობა თუ დავაყენე, რომ სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს მის გადასაწყვეტად, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე. არ საჭიროებს თვეებს ამისთვის, რთულად, მაგრამ გადაწყვეტა შეიძლება!“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები