პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევა გოცირიძე ვადებთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე: ვიდრე საქმის განხილვა მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლს ისედაც ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ უბრძანებს სასამართლოს, როგორ მოიქცეს

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ ნიკა გვარამიას შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლო 39-ე მუხლს ისედაც ვერ გამოიყენებს, რადგან სასამართლოს მითითებებს ვერ მისცემს.

ევა გოცირიძე ვადებთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე: ვიდრე საქმის განხილვა მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლს ისედაც ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ უბრძანებს სასამართლოს, როგორ მოიქცეს
რუსთავი 2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ევა გოცირიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობას პასუხობს, რომელიც, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დადგენას ითხოვს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონია მსგავსი ტიპის მაგალითები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ევა გოცირიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამ საკითხის მიბმა გაუგებარია.

"ცოტა გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამის მიბმა, იმიტომ, რომ ასეთი უფლება რომ გამოიყენო - 39-ე მუხლი, შიდა კანონმდებლობაში არ არსებობს. ეს არის კონვენციით დამტკიცებული. ამ ეტაპზე, სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, 39-ე მუხლს სტრასბურგის სასამართლო ისედაც ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ვერ უბრძანებს სასამართლოს, რომ ან ასე გააკეთე ან ისე გააკეთე. თუკი სასამართლო მიიღებს რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას, აი, მაშინ უპასუხოს იმ კონკრეტულ შუამდგომლობას. უკვე ჩავთვალეთ, რომ ყველა პარტიამ დააყენა ეს შუამდგომლობა და ამ არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად იმსჯელებს ამაზე," - აცხადებს ევა გოცირიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევა გოცირიძე პარტიების აკრძალვაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღსრულების ვადის დადგენაზე გვარამიას შუამდგომლობაზე - არ გამოვრიცხავ, თქვენს ნათქვამში იყოს ბევრი რაციონალური ელემენტი, მაგრამ დაბევება უხერხული იქნება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაკონსტიტუციომ გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - თუ ჩემი შუამდგომლობის გადასაწყვეტად სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე - რა კვლევა სჭირდება?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცოტა გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამის მიბმა, იმიტომ, რომ ასეთი უფლება რომ გამოიყენო - 39-ე მუხლი, შიდა კანონმდებლობაში არ არსებობს. ეს არის კონვენციით დამტკიცებული. ამ ეტაპზე, სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, 39-ე მუხლს სტრასბურგის სასამართლო ისედაც ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ვერ უბრძანებს სასამართლოს, რომ ან ასე გააკეთე ან ისე გააკეთე. თუკი სასამართლო მიიღებს რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას, აი, მაშინ უპასუხოს იმ კონკრეტულ შუამდგომლობას. უკვე ჩავთვალეთ, რომ ყველა პარტიამ დააყენა ეს შუამდგომლობა და ამ არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად იმსჯელებს ამაზე,“
ევა გოცირიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები