პლენუმმა გვარამიას აღსრულების ვადის დადგენაზე უარი უთხრა
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლითაც ის პარტიების შესაძლო აკრძალვის გადაწყვეტილების აღსრულებაზე 1-თვიანი ვადის დაწესებას ითხოვდა. სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართლებრივი ნონსენსი იქნებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი ითხოვდა, რომ თუ სასამართლო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღსრულების შემთხვევაში ერთთვიანი ვადა განსაზღვრულიყო.
გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, მოცემულ ეტაპზე ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი.
პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა. გარემოებები შემდეგია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. თავისი არსითაც და შინაარსითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. კონსტიტუციის კანონის სულისკვეთება რა არის, რომ იმავე აქტთან გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე მოხდება თუ არა აქტის აღსრულების გადავადება. წინასწარ ეტაპზე, განჩინებით დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ამას არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი. პლენუმის შემადგენლობა არის ერთსულოვანი“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ეს ნიშნავს, რომ თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება ავტომატურად მოიხსნება რეგისტრაციიდან ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პარლამენტში მყოფი გიორგი გახარიას პარტია და პარლამენტი დაიწყებს პროცესს, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს მანდატებს მოუხსნის.
ასეთ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ევროსასამართლოს მიმართავენ და სტსრასბურგი დაადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში დარღვევა ფიქსირდება, მანდატების აღდგენა პარლამენტს კონსტიტუციურად უკვე აღარ შეუძლია, ამიტომაც ითხოვდა გვარამია საკონსტიტუციოსგან წინასწარ ვადების დადგენას.
პოლიტიკოსის თქმით, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ევროსასამართლოს დროს არ აძლევს.
ბუნებაში არ არსებობს მთელი ოპოზიციის ერთად გაუქმება. ამიტომაც, საჯარო და კერძო ინტერესიოს შეწონვა არის მნიშვნელოვანი. ახლა, გახარიას ფრაქციამ რომ ცერებზე უნდა იაროს, იმიტომ, რომ აკრძალული პარტიაა და პარალელურად, ბატონი კახიანის კომიტეტი ვერ აყენებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას, არც ეგეთი არგუმენტი გამიგია ბუნებაში. თუ ბუნებამდე უნდა დავიდეთ მაინცდამაინც, იმიტომ რომ უხერხულობა რას ნიშნავს ვერ გავიგე? უხერხული ის არ არის, რომ ოპოზიციას აუქმებთ და გახარიას ფრაქცციას შეუწყვეტთ თუ არა უფლებამოსილებას, ეგ არის უხერხული? დამავიწყდა, რომ ბატონი სოზარ სუბარია ოპოზიცია თქვენი წინა განცხადებით და ალბათ, მას უწყვეტთ. სუბარიკ ომისიაში არის მოხვედრილი ოპოზიიციის კვოტით.
ქალბატონმა ევამ რომ თქვა, კონსტიტუცია დაადგინოს საბჭომ თუ ა.შ. კონსტიტუცია შეწყვეტილი უფლებამოსილების აღდგენას არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრი, აი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონო ევა, რომელიც შეიძლება გამოიტანოთ, ორ დღეში შეიძლება მოჰყვეს ის სარჩელი, რომელიც 14 დღეში უნდა განიხილოთ და შეუწყვიტოთ მანდატი. მერე მაინტერესებს რა ხდება, როცა იტყვის სტრასბურგი, რომ უკანონოდ შეუწყვიტეთ, კონსტიტუციასაც შეცვლის "ქართული ოცნება"? არ აქვს მაგდენი ხმა - თეორიულად როგორ ხდება ეს ამბავი? ", - განაცხადა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…