პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ოპოზიცია როცა არ იმჩნევს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტის იგნორირების გამო ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მათ „ბეჩავ მდგომარეობას“ ადასტურებს.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ოპოზიცია როცა არ იმჩნევს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას
პირველი არხი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არ არის უმნიშვნელო მოვლენა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი სუპერსახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ოპოზიცია ასეთი ვიზიტის არსებობას როცა არ იმჩნევს, „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას“.

„ასეთი ვიზიტის არსებობას როდესაც არ იმჩნევ, ეს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული ქმედებაა, რათა შენს მაყურებელს არ მიაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში. გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა მსგავსი ქმედება სრულიად გაუგონარი და მიუღებელია. მგონი, უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება, რადგან ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, ინფორმაციაზე წვდომა სხვა არხებითაც მიიღონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ, ასე ვთქვათ, ბეჩავ მდგომარეობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილზე: ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
  2. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილის შესახებ: “ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას“
„ასეთი ვიზიტის არსებობას როდესაც არ იმჩნევ, ეს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული ქმედებაა, რათა შენს მაყურებელს არ მიაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში. გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა მსგავსი ქმედება სრულიად გაუგონარი და მიუღებელია. მგონი, უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება, რადგან ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, ინფორმაციაზე წვდომა სხვა არხებითაც მიიღონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ, ასე ვთქვათ, ბეჩავ მდგომარეობას“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი: „ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები