პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგი წერეთელი: ოპოზიციის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ პირველ პლანზე ჰქონდეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

ქართული ოცნებაევროპული საქართველო

„ქართული ოცნება“ ოპოზიციასა და მედიას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შეგნებულად გაჩუმებაში ადანაშაულებს. გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციის მდგომარეობა დღეს იმგვარი არ არის, რომ ეს ვიზიტი პირველ პლანზე ჰქონდეს.

საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების დუმილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს ისინი შეგნებულად არ აშუქებენ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის ვიზიტზე მათი მხრიდან სიჩუმე კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ პირველ პლანზე ჰქონდეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

"რატომ დუმს ოპოზიცია? ოპოზიციის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ პირველ პლანზე მას ჰქონდეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტები კარგია, ის უნდა იყოს გამოყენებული ორმხრივი მომგებიანობისთვის, პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის", - აცხადებს გიგი წერეთელი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – ამ დრომდე ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას ჩინეთიდან მაღალი დონის ვიზიტზე, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან იმართებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები