პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ მეტრეველი: „ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში ვიზიტის მიზანმიმართულ იგნორირებასა და გაჩუმებაში ადანაშაულებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: „ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
POSTV

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

„როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს.

გავიმეორებ: საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო: რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?

ხელისუფლებას, რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს.

ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა: ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?“ – წერს მეტრეველი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
ნიკოლოზ მეტრეველი
„როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს. გავიმეორებ: საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო: რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა? ხელისუფლებას, რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს. ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა: ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგი წერეთელი: ოპოზიციის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ პირველ პლანზე ჰქონდეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები