ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილზე: ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი მათ „ბეჩავ მდგომარეობას“ კიდევ ერთხელ ადასტურებს. მისი თქმით, ოპოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს წინსვლა არ ახარებს.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ არანაირი წინსვლა და წარმატება, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ასეთი ტიპის ქმედება საერთოდ გაუგონარი და მიუღებელია. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სხვა არხებით ინფორმაციაზე წვდომა და ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ არანაირი წინსვლა და წარმატება, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ასეთი ტიპის ქმედება საერთოდ გაუგონარი და მიუღებელია. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სხვა არხებით ინფორმაციაზე წვდომა და ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…