პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შეხვდა

ქართული ოცნება

საქართველოს დელეგაცია ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრ მა ჰუის შეხვდა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურეს.

საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შეხვდა
პირველი არხი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიფიალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრა გამართა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში.

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.

მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.

“მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის მმართველი პარტიის დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, გავაღრმავეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც საშულებას გვაძლევს კიდევ უფრო მჭიდრო და შინაარსიანი გახდეს ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის. გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ აღნიშნა, რომ ჩინური მხარისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ღირებულია.

“მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა , ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის “პარტიის” თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში - ნიკოლოზ სამხარაძემ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობა და გლობალური გამოწვევები განიხილა
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
  3. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა
  4. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა , ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის “პარტიის” თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები