პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში

ქართული ოცნება

ჩინეთის ცკ-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის „პარტიის“ თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
იმედინიუსი

სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა, მა ჰუიმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას.

მა ჰუიმ აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში.

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში - ნიკოლოზ სამხარაძემ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობა და გლობალური გამოწვევები განიხილა
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
  3. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა
  4. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს დელეგაცია ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის პარტიის თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები