პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში

ქართული ოცნება

ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ბეიჯინგში „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან შეხვედრაზე მხარეებმა ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა დაუდასტურეს.

ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრი: ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში
რუსთავი 2

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიფიალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.

მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.

ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო რგოლის მნიშვნელობას ევროპისა და აზიის დაკავშირებაში, გაიხსენა ირაკლი კობახიძის 2024 წლის იანვრის ვიზიტი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

"მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა , ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის "პარტიის" თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად" - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში - ნიკოლოზ სამხარაძემ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობა და გლობალური გამოწვევები განიხილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა , ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის "პარტიის" თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“
„თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად“
მა ჰუი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები