პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება - ქართული დელეგაცია პეკინში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდულ პროექტებზე შეთანხმდნენ

ქართული ოცნება

ქართული დელეგაცია პეკინში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 2027 წლის ფორუმზე ოფიციალური მიწვევა მიიღო.

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და, ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის კუთხით, საქართველოს როლი - სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი ქართულ დელეგაციასა და ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრს შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე. მა ჰუის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა და მმართველ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები ჩინეთის ხელისუფლებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.

მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეთანხმდნენ მემორანდუმის გაფორმებაზეც, რომელიც მიზნად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას ისახავს.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნაყოფიერიც არის და ისტორიულიც - ქართულ-ჩინური ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ქართული დელეგაცია სრულიად ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციას შეხვდა. თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები - სწორედ ეს იყო შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 2027 წლის ზაფხულში ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიო ახალგაზრდული განვითარების ფორუმზე ოფიციალური მიწვევაც მიიღო.

პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით მყოფ ქართულ დელეგაციას მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალთა განათლების ინსტიტუტშიც ჰქონდა. დისკუსიის მთავარი გზავნილი ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია და საუკეთესო პრაქტიკის გადმოღების შესაძლებლობა იყო.

ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გამყარებაა.

დღესვე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უმასპინძლეს პეკინის ცის ტაძარში. გუშინ კი, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ჩინეთის წამყვან საინფორმაციო არხ CGTN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები