პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal: ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა ინგლისში მდებარე კიდევ ერთი სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები გაიყვანა

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო აშშ-მა ინგლისის „მილდენჰოლის“ ბაზიდან თვითმფრინავები გაიყვანა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

The Wall Street Journal: ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა ინგლისში მდებარე კიდევ ერთი სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები გაიყვანა
იმედინიუსი

ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა ინგლისში, სამეფო საჰაერო ძალების ბაზა „მილდენჰოლიდან“ ამერიკული თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები ამ დრომდე განიხილავენ, კონკრეტულად რა ხასიათის იყო საფრთხე - უშუალო და მოსალოდნელი თავდასხმის თუ უფრო ზოგადი მუქარის შესახებ არსებობდა ინფორმაცია.

ფრენების მონიტორინგის მონაცემებისა და კიდევ ერთი ინფორმირებული ოფიციალური პირის ცნობით, ორშაბათს დილით „მილდენჰოლიდან“ გერმანიაში აშშ-ის ორი თვითმფრინავი გადაფრინდა. დღის მეორე ნახევარში კი ბაზაზე განთავსებული კიდევ რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი გერმანიასა და სხვა ადგილებში გადაიყვანეს.

აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა თვითმფრინავების გადაადგილების დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განცხადებაში აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ამერიკული თვითმფრინავები პერიოდულად გადაადგილდებიან სამხედრო ბაზებსა და ოპერირების ადგილებს შორის.

როგორც გამოცემა იუწყება, ეს გადაადგილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ თვეში პენტაგონმა ინგლისში მდებარე კიდევ ერთი ბაზიდან, „ფეირფორდიდან“, B-1 ტიპის ბომბდამშენები აშშ-ში დააბრუნა. როგორც გამოცემა მანამდე წერდა, ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებული იყვნენ ირანის მხარდაჭერით დაგეგმილი რთული ოპერაციის გამო, რომლის მიზანიც ამერიკელი მფრინავების მკვლელობა და უპილოტო საფრენი აპარატებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმა იყო.

თეირანმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო მოქმედებები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით არ შემოიფარგლება. ინფორმირებული წყაროს ცნობით, ორშაბათს ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ბრიფინგი გაიმართა ე.წ. „რვიანის ჯგუფისთვის“, რომელშიც აშშ-ის კონგრესის პოლიტიკური და სადაზვერვო მიმართულებების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები შედიან.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეი კლეიტონმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის დაგეგმვის „მოწინავე ეტაპზე“ იმყოფებოდა. სწორედ ამით ახსნა მან რეგიონში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების მოულოდნელი ევაკუაციის მიზეზი.

ორშაბათს, აღნიშნულ საფრთხეზე დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „ამ საფრთხეს იმით ვუპასუხეთ, რომ ადამიანები მისგან მოშორებით გადავიყვანეთ“.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ „მილდენჰოლისა“ და „ლეიკენჰითის“ ბაზებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და მზადყოფნის დონე FPCON Charlie-მდე აამაღლა. საფრთხის ეს დონე ცხადდება მაშინ, როდესაც სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ ტერორისტული თავდასხმის რომელიმე ფორმაა მოსალოდნელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - აშშ-მა, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ბრიტანეთში მდებარე საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა
  2. ალიაოპოზიციურიირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო აშშ-მა ბრიტანეთის მეორე სამხედრო ბაზიდანაც გაიყვანა თვითმფრინავები
  3. რუსთავი 2სამთავრობომედია: ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა თვითმფრინავები ბრიტანეთში მდებარე მეორე სამხედრო-საჰაერო ბაზიდანაც გაიყვანა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ საფრთხეს იმით ვუპასუხეთ, რომ ადამიანები მისგან მოშორებით გადავიყვანეთ“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო აშშ-მა ბრიტანეთის მეორე სამხედრო ბაზიდანაც გაიყვანა თვითმფრინავებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები