პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო აშშ-მა ბრიტანეთის მეორე სამხედრო ბაზიდანაც გაიყვანა თვითმფრინავები

ირანის მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, აშშ-მა ბრიტანეთში მდებარე მილდენჰოლის ავიაბაზიდან თვითმფრინავების გაყვანა დაიწყო და უსაფრთხოების დონე გაზარდა.

ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის გამო აშშ-მა ბრიტანეთის მეორე სამხედრო ბაზიდანაც გაიყვანა თვითმფრინავები
ალია

ირანის მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთში მდებარე მილდენჰოლის სამხედრო ავიაბაზიდან თვითმფრინავების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელსაც Reuters ციტირებს.

გამოცემის ცნობით, 9 ნოემბერს ორი ამერიკული საწვავგამმართველი თვითმფრინავი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბაზა კიდევ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა, რომლებიც გერმანიასა და სხვა ობიექტებზე გადაანაწილეს.

ამასთან, მილდენჰოლისა და ლეიკენჰითის ავიაბაზებზე უსაფრთხოების დონე მეორე უმაღლეს საფეხურამდე – FPCON Charlie-მდე გაიზარდა. აღნიშნული რეჟიმი მოქმედებს მაშინ, როდესაც სადაზვერვო მონაცემები შესაძლო ტერორისტული თავდასხმის მაღალ საფრთხეზე მიუთითებს.

საფრთხის კონკრეტული ხასიათი ჯერჯერობით უცნობია. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილება ოპერატიული საჭიროებებითაც რეგულარულად ხდება.

ეს ბოლო კვირების განმავლობაში მეორე მსგავსი შემთხვევაა. სექტემბერში ფერფორდის ავიაბაზასთან შესაძლო ტერორისტულ შეთქმულებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარის შემდეგ ამერიკამ ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა. აღნიშნული ბაზა მანამდე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ წინა ინციდენტთან ირანის შესაძლო კავშირზე მიუთითა, თუმცა თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - აშშ-მა, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ბრიტანეთში მდებარე საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა
  2. რუსთავი 2სამთავრობომედია: ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა თვითმფრინავები ბრიტანეთში მდებარე მეორე სამხედრო-საჰაერო ბაზიდანაც გაიყვანა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები