პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის განცხადებით, ამერიკული ბომბდამშენების დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზიდან გაყვანის მიზეზი საფრთხე იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის RAF Fairford-ის ბაზიდან შესაძლო საფრთხეების გამო გაიყვანეს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმას ან საბოტაჟს.

ტრამპის განცხადებით, ამერიკული ბომბდამშენების დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზიდან გაყვანის მიზეზი საფრთხე იყო
რუსთავი 2

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზიდან გაიყვანა, რადგან ობიექტის წინააღმდეგ არსებული "კონკრეტული საფრთხეები" არსებობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვირას პენტაგონმა დაადასტურა, რომ ბომბდამშენები - დაახლოებით ათეული B-1 ტიპის თვითმფრინავი - ბაზიდან შეერთებულ შტატებში, მათი მუდმივი დისლოცირების ბაზებზე გადაიყვანეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ იცოდა იმ "საფრთხის" შესახებ, რის გამოც მათ ბომბდამშენები გადაიყვანეს.

ამერიკული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება დაზვერვის მონაცემებს ეფუძნებოდა, რომლებიც მიუთითებდა, რომ ირანი დრონებით თავდასხმას ამზადებდა. როგორც BBC წერს, მათ ეს ინფორმაცია ვერ დაადასტურეს და ტრამპმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მედიის ინფორმაციით, იმ საფრთხის ზუსტი ბუნება, რამაც RAF Fairford-ის ბაზიდან თვითმფრინავების გაყვანა გამოიწვია, გაურკვეველი რჩება, თუმცა ვაშინგტონში წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ შესაძლოა საქმე ირანთან საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბოტაჟის ან თავდასხმის მცდელობას ეხებოდეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონკრეტული საფრთხეები“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - აშშ-მა, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ბრიტანეთში მდებარე საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები