მედია: ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო, აშშ-მა თვითმფრინავები ბრიტანეთში მდებარე მეორე სამხედრო-საჰაერო ბაზიდანაც გაიყვანა
აშშ-მა ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო ბრიტანეთში მდებარე მეორე სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები გაიყვანა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, წერს The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით Reuters-ი.

აშშ-ის სამხედროებმა, ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ბრიტანეთში მდებარე კიდევ ერთი სამხედრო-საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელეს - ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, აშშ-მა ბომბდამშენები RAF Fairford-ის საჰაერო ბაზიდანაც გაიყვანა.
მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა RAF Mildenhall-ის ბაზიდან საწვავის შესავსებად განკუთვნილი ორი თვითმფრინავი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გადანაწილდა.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის ამ დრომდე განხილვის საგანია თუ რა სახის საფრთხის წინაშე იდგა RAF Mildenhall-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა RAF Mildenhall-ისა და RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და საფრთხის დონე FPCON Charlie-მდე გაზარდა, რაც საფრთხის სიმაღლით მეორე დონეა. ეს დონე ცხადდება მაშინ, როდესაც სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხმის რომელიმე ფორმა.
"ჩვენ, როგორც წესი, სხვა ქვეყნების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თვითმფრინავები და სხვა სამხედრო რესურსები ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე რეგულარულად გადაადგილდებიან", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა მედიას სამხედრო ავიაციის გადაადგილების შესახებ დეტალების მიწოდებაზე უარი უთხრა. თუმცა, აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები სხვადასხვა მიზეზის გამო რეგულარულად გადაადგილდებიან სამხედრო ბაზებსა და ოპერირების ადგილებს შორის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ, როგორც წესი, სხვა ქვეყნების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თვითმფრინავები და სხვა სამხედრო რესურსები ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე რეგულარულად გადაადგილდებიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…