ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!” – ელიზბარაშვილი შიმშილობას აანონსებს

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია შეუზღუდეს. ელიზბარაშვილი პროკურორის დადგენილების გაუქმებას და უფლების აღდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოთხშაბათიდან შიმშილობას აანონსებს.

“აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!” – ელიზბარაშვილი შიმშილობას აანონსებს
“აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!” – ელიზბარაშვილი შიმშილობას აანონსებსალია

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია სრულად შეუზღუდეს. ინფორმაცია ბიზნესმენის სოციალურ გვერდზე ვრცელდება. ელიზბარაშვილი პროკურორის შესაბამისი დადგენილების გაუქმებასა და ოჯახთან კომუნიკაციის უფლების აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხშაბათიდან შიმშილობას დაიწყებს.

მისივე განცხადებით, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას დაეკისრება.

“ყურადღება! უკანონობა პენიტენციურ დაწესებულებაში — იძულებული ვარ მივმართო უკიდურეს ზომას!

​მინდა საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და მედიას ვაცნობო იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რაც ჩემ მიმართ ხორციელდება.

​პროკურორის სრულიად უკანონო და უსაფუძვლო დადგენილებით, სრულად გამითიშეს და აკრძალეს ოჯახთან სატელეფონო ზარები!

​არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი რეალური არგუმენტი — ეს არის პირდაპირი ბერკეტი ჩემს გატეხვასა და ოჯახზე ზემოქმედებისთვის. კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ელემენტარულ უფლებას მართმევენ ადამიანს, რომელსაც ისედაც შეზღუდული მაქვს თავისუფლება.

კატეგორიულად მოვითხოვ:

​დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უკანონობა და თვითნებობა!

​გაუქმდეს პროკურორის უკანონო დადგენილება და აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე!

თუ ეს უკანონო შეზღუდვა არ მოიხსნება, ამ ოთხშაბათს ვიწყებ შიმშილობას!

​ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას!

​გთხოვთ გააზიაროთ, რომ ეს ხმა ყველამდე მივიდეს!”, – წერს ელიზბარაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყურადღება! უკანონობა პენიტენციურ დაწესებულებაში — იძულებული ვარ მივმართო უკიდურეს ზომას! მინდა საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და მედიას ვაცნობო იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, რაც ჩემ მიმართ ხორციელდება. პროკურორის სრულიად უკანონო და უსაფუძვლო დადგენილებით, სრულად გამითიშეს და აკრძალეს ოჯახთან სატელეფონო ზარები! არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი რეალური არგუმენტი — ეს არის პირდაპირი ბერკეტი ჩემს გატეხვასა და ოჯახზე ზემოქმედებისთვის. კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ელემენტარულ უფლებას მართმევენ ადამიანს, რომელსაც ისედაც შეზღუდული მაქვს თავისუფლება. კატეგორიულად მოვითხოვ: დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უკანონობა და თვითნებობა! გაუქმდეს პროკურორის უკანონო დადგენილება და აღდგეს ჩემი უფლება ოჯახთან კომუნიკაციაზე! თუ ეს უკანონო შეზღუდვა არ მოიხსნება, ამ ოთხშაბათს ვიწყებ შიმშილობას! ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქმის პროკურორს, გენერალურ პროკურატურასა და პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას! გთხოვთ გააზიაროთ, რომ ეს ხმა ყველამდე მივიდეს!“
თამაზ ელიზბარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ციხის უფროსმა მომატყუა“ – თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას ხელახლა იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები