პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, წიწამურში დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ადგილზე ორი მოქალაქე შეცდომაში შეყვანით მიიყვანა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ინტერპრესნიუსი

პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

„მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  2. ფორმულაოპოზიციურიწიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები