ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია
შსს-მ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმეზე, რომლის სამიზნეც გიორგი მჭედლიშვილი („პუშკინა“) იყო, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

წიწამურთან 2 წლის წინ მომხდარი აფეთების საქმე გახნილია - პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საქმე 2024 წლის 5 ნოემბერს მომდარ აფეთებას ეხება, როდესაც იმ დროს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "პუშკინა" იგივე გიორგი მჭედლიშივლი ადგილზე დაიბარეს და დისნტაციურად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილოება დაახვედრეს.
ამის შესახებ "პუშკინამ" თავად მოუყვა "შაბათის ეთერს".
მჭედლშივლის თანმხლები პირი მაშინ ადგილზე გარდაიცვალა, "პუშიკა" გადარჩა და ქვეყანა დატოვა - მან 2026 წლის ივნისში ინტერვიუ "შაბათის ეთერს" მისცა, სადაც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდა.
ვინ არის დაკავებული ან აღირებს თუ არა ბრალს ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.
მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".- წერია შსს-ს განცხადებაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…